გოდერძი

აღწერა

მაღალმთიან აჭარაში,  გოდერძის უღელტეხილზე მდებარე კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2350 მ.-ზე მდებარეობს, ბათუმიდან 105 კმ.-ის დაშორებით.


რეგიონში, კურორტ გოდერძის  ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს, რომლის საერთო სიგრძე 8 კმ.-ია. მუშაობს ორი სახის საბაგირო გზა- რვა ადგილიანი გონდოლა და ექვს ადგილიანი ბაბლი. კურორტზე შესაძლებელია თხილამურის, ციგის ან სნოუბორდის დაქირავება, ასევე -ინსტრუქტორის მომსახურებით სარგებლობა.


დამსვენებლის განკარგულებაშია კეთილმოწყობილი სასტუმროები და კომფორტული კოტეჯები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი სრიალთან ერთად თავგადასავალსაც ეძებთ, შეგიძლიათ კურორტიდან 3 კმ.-ში მდებარე სოფელ დანისპარაულში მდებარე საოჯახო სასტუმროებში დარჩეთ, სადაც ისე მიგიღებენ, როგორ ოჯახის წევრს და უგემრიელესი ადგილობრივი კერძებითაც გაგიმასპინძლდებიან.


კურორტ გოდერძის მონახულება წელიწადის ნებისმიერ დროს სასიამოვნოა, თუმცა განსაკუთრებით უალტერნატივოა ცხელი ზაფხულის დღეებში, როცა ყველაზე მეტად სიგრილეში თავის შეფარება გსურთ და არც ახალი ადგილების აღმოჩენაზე იტყოდით უარს.

აქტივობები

კურორტ გოდერი საუკეთესო ადგილია თხილამურებზე სრილიას მოყვარულთათვის. ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ მოაწყონ სხვადსხვა აქტივობები: ლაშქრობა, როგორც ალპურ ისე ტყიან ზონაში, ცხენითა და ველოსიპედით სეირნობა, სამკურნალო- ნიმერეალური წყლების დაგემოვნება, მწვანე ტვის მონახულება და X-XI საუკუნის ისტორიული ძეგლის, ხიხანის ციხის მონახულება. აქვე ახლოს მდებარეობს კურორტი ბეშუმი რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.

სერვისები

კურორტ გოდერძიზე ფუნქციონირებს  8კილომეტრიანი  სათხილამურო ტრასა. 200 მეტრიანი ბიგელი და  80 მეტრიანი „MAGIC CARPET“. აქვე შეგიძლიათ იქრაოთ თხილამურები, ციგურები და ბურანები, ასევე ბავშვებისთვის მოქმედებს სათხილამურო ციგები და თხილამურები.  კურორტ გოდეძზე მოქმედებს რესტორნები და სასტუმროები, რომლებიც ნებისმიერ დროს მასპინძლობს ვიზიტორებს. რესტორნებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული და უცხოური კერძები, ასევე სასტუმროები ვიზიტორებს სთავაზობს აუზს, სპას, მასაჟს და საუკეთესო კლასის სერვისებს.

როგორ მოვხვდეთ

საზოგადოებრივი ტრანსპორტი:
•    ბათუმი - ხულო: 09:00 - 18:00 სთ. (ყოველ საათში) ფასი 7 ლარი
•    ბათუმი - დანისპარაული ყოველ დღე: 11:15 / 15:10 წთ. ფასი: 10 ლარი ხულო-დანისპარაული ყოველ დღე: 13:00 წთ.
•    დანისპარაულიდან - ბათუმის მიმართულებით - 08:30 /15:30 წთ


ბათუმის ავტოსადგური: მის: მაიაკოვსკის ქ.N 10. +995 (422) 27 85 47 .
ხულოს ავტოსადგური: მის: +995 (423) 27 00 95 / 593 26 60 08
მარშრუტი დამოკიდებულია გაწმენდილია თუ არა გზა და არ სრულდება დიდ თოვლობის შემთვევაში.


შესაძლებელია კერძო (ორ ხიდიანი გამავლობის) ტრანსპორტის დაქირავება, როგორც ხულოს ცენტრიდან, ასევე ქ.ბათუმიდან და ქ. ქობულეთიდან.

გალერეა

მარშრუტები

იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი

მდებარეობა: აჭარა, ხულომანძილი ბათუმიდან: 115 კმმანძილი ხულოდან: 25 კმზღვის დონიდან : 2 000 მმაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან: 2 366 მსათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე: 8კმ მარშრუტის ტიპი: საავტომობილო, 4x4 სეზონი: დეკემბერი-აპრილიფიჭური ქსელების დაფ ...


სხვა კურორტები