თუ გურმანი ხართ და მოგზაურობის დროს ახალ გემოებს ეძებთ, მაშინ აჭარა აუცილებლად უნდა მონიშნოთ თქვენი უახლოესი დესტინაციების რუკაზე. მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია ტრადიციული კერძების მრავალფეროვნებით და განსაკუთრებით მიმზიდველია რძის პროდუქტების მოყვარულთათვის. აქაურ საოჯახო სასტუმროებსა და იაილებში დარჩენა საუკეთესო საშუალებაა ადგილობრივი ტრადიციებისა და სამზარეულოს გასაცნობად, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მისაღებად.
აჭარა საქართველოს ერთ- ერთი გამორჩეული რეგიონია ადგილობრივი ვაზის ჯიშების თვალსაზრისითაც. ღვინის ტურის ფარგლებში, ღვინის დაგემოვნების გარდა, გაისეირნებთ ვენახებში, მონაწილეობას მიიღებთ ყურძნის კრეფისა და ჩურჩხელის ამოვლების პროცესში. იმოგზაურე და იგრძენი აჭარის გემო!