დასასვენებელი კომპლექსი "ღვინის მხარე" მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაიოში (ბათუმიდან 50 წუთის სავალზე). შესაძლებელია 5 სახეობის ღვინის დეგუსტაცია. ასევე, ვიზიტორებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ადგილობრივი სამზარეულო ხინკლისა და ხაჭაპურის მასტერკლასებით.
სამზარეულო: ქართული.
კულინარიული მასტერ-კლასი: შესაძლებელია ხინკლისა და ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასები.
ღვინის სახეობა დეგუსტაციისთვის: ჩხავერი; ცოლიკაური; საფერავი; ციცქა; რქაწითელი.
ვენახის ჯიში: ქედის ცოლიკაური; ვაიოს საფერავი.
დამატებითი მომსახურება / აქტივობები: ღვინის დეგუსტაცია; ყურძნის დაკრეფა; ღვინის შეძენა; ადგილობრივი ტური კვადროციკლით; კულინარიულ მასტერკლასები.
ფასი: 8-30