ძველი ბათუმი

აღწერა:
ძველი ბათუმი არის ქალაქის უძველესი ნაწილი, რომელიც უამრავი ღირსშესანიშნაობითაა დატვირთული. მოცემულ არეალში განთავსებული ყველა სანახაობა ერთმანეთისგან ფეხით სავალ მანძილზეა განლაგებული, ამიტომ  წელიწადის ნებისმიერ დროს  მიმზიდველი და მნიშვნელოვანი  ადგილია ტურისტებისთვის. ძველი ბათუმის ვიწრო ქუჩებში სეირნობისას, ბევრ საინტერესო ობიექტს აღმოაჩენთ: ეკლექტიკური არქიტექტურის მქონე საუკუნოვან სახლებს, ეკლესიას, მეჩეთს, სინაგოგას, პიაცას...

როგორ მოვხვდეთ:
ავტობუსი - №3, №4, №9, №7ა, №17,
მიკროავტობუსი - №31