გონიოს ციხე

აღწერა:
გონიო-აფსაროსის ციხე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია საქართველოში. რომაელების მიერ პირველ საუკუნეში  აგებული ციხე, სტრატეგიული მდებარეობის გამო, ჯერ ბიზანტიელების გასამაგრებელ ადგილს წარმოადგენდა (VI – VII სს), მოგვიანებით კი ოსმალეთის იმპერიის (XVI ს). ციხის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მუზეუმი, სადაც ინახება არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მდიდარი და მრავალფეროვანი ნივთიერი მასალა.

 

სამუშაო საათები:
10:00 – 18:00

 

სერვისები და ფასები: 
ციხეში შესვლის საფასური 5 ლარი, სტუდენტებისთვის 2 ლარი, 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასო. ციხის ტერიტორიაზე შესაძლებელია საქორწილო ხელმოწერის ცერემონიის გამართვა (100 ლარი), აუდიო გიდის მომსახურება (10 ლარი).

 

როგორ მოვხვდეთ:  
ავტობუსი -  №16,  №17,
მიკროავტობუსი - №33,  №88.

 

კონტაქტი:
+995 577 59 19 18.