აღწერა:
დელფინარიუმი თავპირველად 1975 წელს ამოქმედდა ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე. 20 წლიანი პაუზის შემდეგ, 2011 წელს კი თავიდან გაიხსნა და დღემდე პოზიტივით ავსებს უამრავ ვიზიტორს.
დელფინების შოუ ორენოვანია (ქართული, ინგლისური) და ნებისმიერ ამინდში იმართება.
შოუ-პროგრამა 30-მდე ნომერს წარმოადგენს, რომლის ხანგრძლივობა დაახლოებით 35 წუთია. შენობის ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.
სამუშაო საათები:
ყოველდღე, ორშაბათის გარდა, შემდეგ საათებში: 14:00, 16:00, 19:00. 21:00
სერვისები და ფასები:
წარმოდგენები 14:00 და 16:00 საათზე - 15 ლარი,
წარმოდგენები 19:00 და 21:00 საათზე - 20 ლარი.
შოუზე დასწრება 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უფასოა, თუკი ის არ საჭიროებს ცალკე დასაჯდომ ადგილს.
როგორ მოვხვდეთ:
ავტობუსი - №1, №1ა, №7, №7ა, №10, №10ა.
კონტაქტი:
(+995) 0422 22 17 30.