ბათუმის ბულვარი

აღწერა:
ბათუმის ბულვარი  ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და მონახულებადი ადგილია ქალაქის სტუმრებისთვის, რომელიც 1881 წელს გაშენდა და საუკუნეზე მეტი ხანია ბათუმის ნამდვილ სავიზიტო ბარათად იქცა. ის  ფართო ზოლად მიუყვება ზღვის სანაპიროს, სადაც მრავლადაა ბუნგალოები, კაფე-ლაუნჯები, რესტორნები, საბავშვო ატრაქციონები და სხვადასხვა სახის ფერადი თუ მოცეკვავე შადრევნები. ბულვარი უნიკალური მცენარეებითაა გაშენებული, აქ ასევე შეგხვდებათ საინტერესო სკულპტურები და არქიტექტურული ძეგლები.

 

სამუშაო საათები:
24/7

 

სერვისები და ფასები:
უფასო.
ბულვარის ტერიტორიაზე მთელი ოჯახისთვის მოიძებნება გასართობი საშუალებები: ატრაქციონები, ველოსიპედები, შადრევნები, და სხვა.

 

როგორ მოვხვდეთ:
ავტობუსი - №1, №1ა, №7, №7ა, №10, №10ა.

 

კონტაქტი:
ბულვარის ადმინისტრაცია - (+995) 422 27 88 08.

ფოტოგალერეა