საოჯახო სასტუმრო მდებარეობს ვიზიტორთა ცენტრიდან 700 მეტრის მოშორებით. მტირალას პარკში მოგზაურობისას შეგიძლიათ ღამე გაათენოთ სოფელ ჩაქვისთავის საოჯახო სასტუმროებში, ადგილობრივი სახლები გამოირჩევა განსაკუთრებული ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ავთენტური არქიტექტურით. გარდა ღამისთევისა ადგილზე შემოგთავაზებენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან მომზადებულ ტრადიციულ აჭარულ კერძებს, ეზოში დაკრეფილ ხილს და ბოსტნეულს, სხვადასხვა ხილისგან მოზადებულ კომპოტს და ნატურალურ თაფლს.
ხედი: მთის ხედი.
საძინებელი: 2
საწოლი: 6