საოჯახო სასტუმრო სახლი „ნოე“ გაგიმასპინძლდებათ ტრადიციული ქართული კერძებით, როგორიცაა ელარჯი, მწვანე ლობიო, მჭადი და ყველი. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე შეიძინონ მანსპინძლის ხელით გაკეთებული მაჭახელას თოფის სუვენირები. აქ დაათვალიერებთ რეწვის სახელოსნოებს და ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. მუზეუმში წარმოდგენილია ხეობისთვის დამახასიათებელი არაერთი უნიკალური ექსპონატი და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთი. ასევე მოინახულებთ თოფის სამჭედლოს და ადგილზე გაეცნობით მაჭახელას თოფის დამზადების ტრადიციას. სოფელი ზედა ჩხუტუნეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
საძინებელი: 3
საწოლი: 10