აღწერა:
ჯამე ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოლოტაურში მდებარეობს (ძვ. დერეხოხნა). ხის ორსართულიანი მეჩეთის პირველი სართული სარდაფია, ხოლო მეორე სართული ორსინათლიანი სამლოცველო დარბაზი. ცენტრალური სივრცის ჭერი წითელი, მწვანე და ნარინჯისფერი საღებავებით დაფერილი ხის მცენარეული აპლიკაციებითაა მორთული. ქორო, რომელსაც ბრტყელი ჭერი აქვს, თორმეტ მრგვალ სვეტზეა შემაგრებული. ოთხივე მხრიდან სადა, რიკულებიანი მოაჯირი აკრავს. აივანი მორთულია ხის რომბისებური ორნამენტებით. შესასვლელს აქვს რვა ნახევარწრიული საფეხურიანი კიბე.
პერიოდი: XIX ს.
როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსი ბათუმი-ქედა, ბათუმი-შუახევი, ბათუმი-ხულო.
მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.