ბაკო

აღწერა

აღწერა:

აჭარის ალპურ ზონაში, არსიანის ქედზე გადაჭიმული ბაკოს იაილები მდინარე სხალთის სათავესთან,ზღვის დონიდან 1380 მ.-ზე მდებარეობს. იაილების ტერიტორია თხილვანის თემს ეკუთვნის. აქვეა ულამაზესი, საკმაოდ მოზრდილი ჩანჩქერი, რომელთან მისასვლელი გზა  ჯერ-ჯერობით გაკვალული არ არის, ძნელად მისადგომია და არ არის მარკირებული.

 ბაკოს იაილებიც, აჭარის სხვა იაილების მსგავსად საზაფხულო საძოვრებს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლებიც მესაქონლეობას ეწევიან. მაისის თვეში აქ მემთეურები თავიან პატარა ხის სახლებს უბრუნდებიან ოჯახებთან და საქონელთან ერთად.  წელიწადის ამ დროს,  იაილები სიცოცხლითა და ჟრიამულით არის სავსე. შემოდგომის დადგომისას, პირველად  აცივდება თუ არა, მემთეურები ტოვებენ იაილებს და თავიანთ სოფლებს უბრუნდებიან. მათ თან მიაქვთ ზაფხულის განმავლობაში მთის უჯანსაღესი ბალახით გამოკვებილი პირუტყვისაგან მიღებული რძის პროდუქტები, რომელიც გამოსაზამთრებლად დასჭირდებათ.

 

აქტივობები

ბაკოს ჩანჩქერების, ხიხანის ციხის და შუმთის ტბების მონახულება

როგორ მოვხვდეთ

როგორ მოვხვდეთ:

მიკროავტობუსი: ბათუმი-ბაკოს მიმართულებით, ტრანსპორტი გადის ყოველ დღე, დღეში 1-ჯერ, ფასი 10 ლარი.

მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.

გალერეა


სხვა ადგილები