საოჯახო სასტუმრო „აჩი-10“ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კორომხეთში მდებარეობს. რაკი ამ მუნიციპალიტეტში მევენახეობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საქმიანობაა, ამ მხრივ არც ეს ოჯახია გამონაკლისი. ღვინის სახეობებიდან შეგიძლიათ დააგემოვნოთ: ცოლიკაური, ჩხავერი და ოჯალეში, ასევე არაყი და ჭაჭა. დიასახლისი ტრადიციული აჭარული კერძების მასტერკლასს შემოგთავაზებთ. საოჯახო სასტუმროში სტუმრების მიღება ღამისთევით ერთდროულად 9 ადამიანზეა გათვლილი (3 ოთახი).
როგორ მოვხვდეთ:
ბათუმი, ძველი ავტოსადგური. მის: მაიაკოვსკის ქ.N1
იცით თუ არა, რომ...
კორომხეთში აღმოჩენილია ერთ-ერთი უძველესი ქვაში ამოკვეთილი საწნახელი, რაც ადასტურებს, რომ მევენახეობა აქ ოდითგანვე განვითრებული იყო.
შენიშვნა:
ორშაბათი: 24/7
სამშაბათი-პარასკევი: 24/7
შაბათი-კვირა: 24/7