რესტორანი რეტრო

10% კვება

რესტორანი, რომელიც უგემრიელეს ქართულ კერძებს გთავაზობთ. „რეტრო“ ბათუმელებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი ადგილია აჭარული ხაჭაპურის დასაგემოვნებლად და ცნობილი, ცომგამოცლილი ხაჭაპურის იდეაც, სწორედ, ამ რესტორნის შეფ-მზარეულს ეკუთვნის.

 

როგორ მოვხვდეთ:

ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ, გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში დაინახავთ მიმართულების მაჩვენებელ სარეკლამო აბრას, რომელიც „რეტროს“ მარტივად გაპოვნინებთ. თუ ქალაქის ცენტრისგან მოშორებით ცხოვრობთ, მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყენებაც შეგიძლიათ. სამარშრუტო ტაქსების ნომრები: 24, 34; ავტობუსი: №3, №4, №13

 

იცით თუ არა რომ...

აჭარული ხაჭაპურის წარმოშობის ისტორია, ლაზებს უკავშირდება, რომლებიც ნაოსნობით იყვნენ დაკავებულნი და სწორედ მათ დაიწყეს ნავის ფორმის ხაჭაპურების ცხობა, ხოლო კვერცხი მზის სიმბოლოა. აქედან გამომდინარე, ვღებულობთ ნავში ჩამწყვდეულ მზეს.

 

შენიშვნა:

გაითვალისწინეთ, რომ ფასდაკლება ვრცელდება მაგიდაზე და არა ცალკეულ პირებზე.

სამუშაო საათები

ორშაბათი: 09:00-23:00

სამშაბათი-პარასკევი: 09:00-23:00

შაბათი-კვირა: 09:00-23:00