ბარი სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელისა და ქართულ-ევროპულ-სლავური სამზარეულოს დასაგემოვნებლად. ძველი ბათუმის გამორჩეულ არქიტექტურას რომ გაეცნობით, აუცილებლად წააწყდებით ბარებით დახუნძლულ ქუჩას, რომელიც ადგილობრივებისა და ვიზიტორების თავშეყრის ადგილად იქცა. სწორედ ამ ქუჩას ეკუთვნის „ჭაჭის დროც“.
როგორ მოვხვდეთ:
ძველი ბათუმის ქუჩებში მუნიციპალურ ტრანსპორტს ვერ შეხვდებით, თუმცა, ბართან მოხვედრას რომ გადაწყვეტთ, შეგიძლიათ დრო არ დაკარგოთ და მუნიციპალური ტრანსპორტით რუსთაველის ქუჩას გაჰყვეთ და დრამატული თეატრიდან მარტივად გაიკვლიოთ გზა. ავტობუსის ნომრები: 1, 1ა, 7, 10, 10ა.
იცით თუ არა რომ...
ჭაჭა, ყურძნისგან კეთდება და ქართული ტრადიციული სასმელია, რომელიც საკმაოდ მაღალგრადუსიანია და ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს.
შენიშვნა:
გაითვალისწინეთ, რომ ფასდაკლება ვრცელდება მაგიდაზე და არა ცალკეულ პირებზე.
ორშაბათი: 14:00-02:00
სამშაბათი-პარასკევი: 14:00-02:00
შაბათი-კვირა: 14:00-02:00