ისტორიულ-არქეოლოგიური კომპლექსი პეტრა-ციხისძირი VI საუკუნეში, იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით აშენდა. ციხე -ქალაქი გამორჩეული იყო უნიკალური სამხედრო სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობით. პეტრა-ციხისძირის ტერიტორიაზე გადიოდა გზა, რომელიც აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთს - საქართველოს, ბიზანტიის, სომხეთისა და სპარსეთის ცენტრალურ რეგიონებთან აკავშირებდა.
ციხე ბათუმიდან 17 კილომეტრში, ცენტრალურ გზაზე, სოფელ ციხისძირში მდებარეობს.
ბილეთების ფასი:
უფროსებისთვის - 5ლ
სტუდენტებისთვის - 2ლ
16 წლამდე ბავშვებისთვის - 1 ლ
როგორ მოვხვდეთ
მიკროავტობუსი: სამარშრუტო ტაქსი ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით გადის კათოლიკური ეკლესიის ეზოდან (გოგებაშვილისა და შავშეთის ქუჩის კვეთა), განრიგი: 08:00-23:00. მგზავრობის საფასური 3 ლარი.
მგზავრობის დაწყებამდე, გააფრთხილეთ მძღოლი, რომ ციხისძირში გსურთ ჩამოსვლა.
ორშაბათი: 10:00 - 17:00
სამშაბათი-პარასკევი: 10:00 - 17:00
შაბათი-კვირა: 10:00 - 17:00