საოჯახო სასტუმრო „მარანი“ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მდებარეობს. აქ მევენახეობა საკმაოდ განვითარებული და გავრცელებული დარგია, ამიტომ ეს ოჯახიც ღვინის წარმოებით არის დაკავებული. ,,მარანში“ დააგემოვნებთ ღვინის შემდეგ სახეობებს: ალადასტური, ჩხავერი და ცოლიკაური. საოჯახო სასტუმროს ერთდროულად 10 სტუმრის მიღება შეუძლია ღამისთევით (6 ოთახი). დიასახლისი ტრადიციული აჭარული კერძების მასტერკლასს შემოგთავაზებთ, რომელიც ეზოში ცალკე მდებარე დამხმარე სამზარეულოსა და ფანჩატურში ჩატარდება.
როგორ მოვხვდეთ:
ბათუმი, ძველი ავტოსადგური მის: მაიაკოვსკის ქ. №1
იცით თუ არა რომ...
ვაიოსკენ მიმავალ გზაზე თქვენ ნახავთ წმინდა გიორგის სახელობის ზვარეს ეკლესიას, რომელიც კლდეზეა აშენებული და მდინარე აჭარისწყალს გადაჰყურებს. ეკლესია აგებულია თანამედროვე ეპოქაში.
შენიშვნა:
ორშაბათი: 24/7
სამშაბათი-პარასკევი: 24/7
შაბათი-კვირა: 24/7