საოჯახო ღვინის მარანი „აჩი-10“

მთავარი / ბათუმის ფასდაკლების ბარათი / ფასდაკლებები / საოჯახო ღვინის მარანი „აჩი-10“
20% კვება

საოჯახო სასტუმრო „აჩი-10“ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კორომხეთში მდებარეობს.  რაკი ამ მუნიციპალიტეტში მევენახეობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საქმიანობაა, ამ მხრივ  არც ეს ოჯახია გამონაკლისი. ღვინის სახეობებიდან შეგიძლიათ დააგემოვნოთ:  ცოლიკაური, ჩხავერი და ოჯალეში, ასევე არაყი და ჭაჭა. დიასახლისი  ტრადიციული აჭარული კერძების მასტერკლასს შემოგთავაზებთ. საოჯახო სასტუმროში სტუმრების მიღება ღამისთევით  ერთდროულად 9 ადამიანზეა გათვლილი (3 ოთახი).

 

როგორ მოვხვდეთ:

  • ბათუმი-ქედის ცენტრი №77 „ქედა“ მიკროავტობუსი. ქედის ცენტრიდან ტაქსით.
  • „ქედა“ /„შუახევი“ / „ხულო“ მიკროავტობუსი. ცენტრალური გზიდან 1 კმ ფეხით.

ბათუმი, ძველი ავტოსადგური. მის: მაიაკოვსკის ქ.N1

 

იცით თუ არა, რომ...

კორომხეთში აღმოჩენილია ერთ-ერთი უძველესი ქვაში ამოკვეთილი საწნახელი, რაც ადასტურებს, რომ მევენახეობა აქ ოდითგანვე განვითრებული იყო.

 

შენიშვნა:

  • ფასდაკლება ვრცელდება ორი ადამიანის  ღამისთევის შემთხვევაში (საუზმით);
  • ფასდაკლება მოქმედებს ღვინის შეძენისას / დეგუსტაცია უფასოა;
  • ფასდაკლება მოქმედებს კულინარიულ მასტერკლასზე.
  • წინასწარი ჯავშანი სავალდებულოა;

სამუშაო საათები

ორშაბათი: 24/7

სამშაბათი-პარასკევი: 24/7

შაბათი-კვირა: 24/7

მსგავსი ფასდაკლებები