საზღვაო მიმართულებები

აჭარა - ეს არის მხარე, რომელიც ზღვასთან, მზესთან, სიმწვანესა და ბედნიერებასთან ასოცირდება. ეს პატარა რეგიონი, საზღვაო მიმართულებების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც თავისი უნიკალური ბუნების დამსახურებაა. 21 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი და  სუბტროპიკული კლიმატი სასიამოვნო დასვენებას ჰპირდება ყველანაირი გემოვნების ადამიანს. რა მიმართულებას აირჩევთ თქვენ, ეს მხოლოდ ფანტაზიას უნდა მიანდოთ !

აჭარის მთავარი ქალაქი - ბათუმი მიგიზიდავთ თავისი ლამაზი ქუჩებით, თანამედროვე და ისტორიული შენობების შერწყმით, ქალაქური კაფებითა და სიფერადით; ქობულეთი - ფიჭვნარით, ეკო პლაჟებითა და ბუნგალოების სიმრავლით, სადაც ახალგაზრდები დილამდე ერთობიან; ქობულეთთან ახლოს მდებარე მწვანე კონცხი, ჩაქვი, ციხისძირი - თავიანთი სიმწვანითა და ზღვის განსაკუთრებული სიკამკამით მოგაჯადოებთ. გონიო, კვარიათი და სარფი კი ნამდვილი სამოთხეა მყუდრო დასვენების მოყვარულთათვის - ზღვისა და მთის ულამაზესი შერწყმა, მშვიდი სანაპიროები. ხოლო, თუკი საღამოს აქტიურად გატარება გსურთ, სულ რამდენიმე კილომეტრის გავლა მოგიწევთ ბათუმამდე, სადაც მთელი ღამე სჩქეფს სიცოცხლე.

ქალაქები

ექვსი ულამაზესი საზღვაო მიმართულება აჭარაში