მარშრუტის საერთო სიგრძე - 45 კმ;
საავტომობილო მონაკვეთის სიგრძე-11კმ;
საფეხმავლო მონაკვეთის სიგრძე - 34კმ
მარშრუტის სირთულე: საშუალო;
მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საავტომობილო, (4X4);
მარშრუტის ხანგრძლივობა: სამი დღე, ორი ღამე;
მაქსიმალური სიმაღლე მარშრუტზე, ზღვის დონიდან: 2518 მ;
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: ნაწილობრივი;
მარშრუტზე მოგზაურობა რეკომენდებულია: მაისი -სექტემბერი.
მარშრუტი მხოლოდ ხინოწმინდიდან ტბა ტბიყელამდე არის მარკირებული.
მარშუტი სათავგადასავლოა, რომელიც სასურველია გამოცდილ მოგზაურთან ერთად გაიაროთ. 2-3 დღის განმავლობაში, ველურ ბუნებაში ფეხით მოგზაურობა, ფიზიკურ მომზადებას, სანავიგაციო ხელსაწყოს(„ჯიპიესი“) გამოყენებას, რუკის წაკითხვისა და ორიენტაციის კარგ უნარს მოითხოვს. ღამის გასათევად დაგჭირდებათ კარავი, რომელიც თან უნდა წაიღოთ სხვა საჭირო ნივთებთან ერთად.
მარშრუტს ვიწყებთ სოფელი ახოდან, რომელიც ბათუმიდან 50კმ.-ით არის დაშორებული და ქედის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელ ახოში შეგიძლიათ მოინახულოთ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი-ახოს ჯამე, რომელიც ქრისტიანული ეკლესიის ნანგრევებზეა აგებული.
ახოდან საფეხმავლო მარშრუტის დასაწყისისამდე - 11კმ.-იანი გზაა, რომლის გავლა მაღალი გამავლობის ავტომობილით არის შესაძლებელი. აქედან ჩრდილოეთის მიმართულებით 6,6კმ-ში მარშრუტი შედის სოფელ ხინოში. ეს არის სოფელი -ერთადერთი მოსახლით, მონასტრითა და უძველესი ეკლესიის ნანგრევებით. გადმოცემის თანახმად, სახელი “ხინო” თამარ მეფეს უკავშირდება. თითქოს, თამარს ამ სოფელში ერთხელ მოულხენია და სახელი “ხინო” (ლხინი, ლხენა) აქედან დამკვიდრებულა.
ხინო - ხინოწმინდის 4კმ.-იანი მონაკვეთი ტყეში გადის და მიუყვება გრუნტის საავტომობილო გზას, რომელსაც მოგზაურები ფეხით გაივლიან. თუ შემთხვევით გზაზე გადაადგილებისას ტრანსპორტი შეგხვდებათ, შეიძლება დრო და ენერგია დაზოგოთ და დაემგზავროთ.
სოფელ ხინოწმინდის თავში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია იდგა, რომელიც თავისი მშენებლობის ტექნიკითა და ქვის წყობით VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. ისტორიული ცნობებით, მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი იყო გადარჩენილი, 1919 წელს კი მთლიანად დაანგრიეს.
მარშრუტზე, მოგზაურებს პირველ ღამის გათევა ხინოწმინდაში მოუწევთ, საოჯახო სასტუმრო სახლებში ან კარვებში.
ხინოწმინდიდან 5,8 კმ.-ში, სარბიელას მიდამოებში, გვხვდება გზაგასაყარი, საიდანაც ჩრდილოეთით, საფეხმავლო ბილიკი, 4,4 კმ-ში მიდის ტბა ტბიყელთან, ხოლო აღმოსავლეთით, 9კმ.-იანი ბილიკი ჯვარიმინდვრისკენ მიუყვება. ბილიკი ხინოწმინდიდან ტბა ტბიყელემდე მარკირებულია და მისი სიგრძე არის 10კმ.
მთებს შორის მოქცეული ტბა ტბიყელი, დანახვისთანავე, ჯერ მისი ოვალური ფორმით მოგაჯადოვებთ, შემდეგ კი სარკესავით კრიალა ზედაპირით. ირგვლივ ძალიან სუფთა მდელო და პირველყოფილი გარემოა.
ტბიყელი ზღვის დონიდან 2200 მეტრზეა. თუ გამჭვირვალე წყალს კარგად დააკვირდებით, წითელ ნუსხაში შეტანილ კავკასიური ტრიტონებსაც ადვილად შეამჩნევთ.
მეორე ღამე შეგიძლიათ ტბა ტბიყელთან, კარვებში გაათიოთ. თუმცა, უკეთესია, თუ უკან გამობრუნდებით და მონიშნულ საბანაკე ადგილზე გაშლით კარვებს. აქ სატელეფონო კავშირი წყდება, არც ინტერნეტია და გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში ვერავის დაუკავშირდებით. ტბაზე საღამოობით ნისლიც დგება და ღამით ხშირად ქარია.
ჯვარიმინდორი - ნამდვილი ალპური იაილებია, თვალმიუწვდენელად გაშლილი მინდვრებით, მემთეურების პატარა ხის სახლებითა და ნისლით. შორი გზიდან მომავალ მგზავრს შეუძლია საიალაღო სახლში შეისვენოს, სუფთა ჰაერსა და ნოყიერ ბალახზე გაზრდილი საქონლის რძის პროდუქტები მიირთვას და წყალიც მოიმარაგოს.
მარშრუტი შეიძლება ჯვარიმინდვრიდანაც დაიწყოს.
მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: წრიული,სათავგადასავლო, ჯიპ-ტური,საცხენოსნო,საველოსიპე ...
მარშრუტის სირთულე: მარტივიმარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საავტომობილო (4X4), საველოსიპედე;მ ...
მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც ფრინველთა მიგრაცია ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც აჭარაში. ფრინ ...
მდებარეობა: აჭარა, ხულომანძილი ბათუმიდან: 115 კმმანძილი ხულოდან: 25 კმზღვის დონიდან : 2 000 მმაქსიმა ...
მარშრუტის სირთულე : მარტივი მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, გამჭოლი. მისი გავლა შესაძ ...
მარშრუტის ტიპი: გამჭოლი;მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო, საავტომობილო, საველოსიპედო;მარშრუტ ...