სხალთა-ხიხანის ისტორიულ-კულტურული მარშრუტი

 

  • მარშრუტის სირთულე: მარტივი
  • მარშრუტის საერთო სიგრძე: 104,3 კმ.
  • ხანგრძლივობა: 2 სთ 30 წთ. – 3 საათი
  • მარშრუტის ტიპი: საავტომობილო
  • ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: სრული
  • მარშრუტი აქტიურია: გვიანი გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე
  • მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან: სოფელი ხიხაძირი 1200 მ. ხიხანის ციხე - 2235 მ.

 

სხალთა-ხიხანის ისტორიულ-კულტურული მარშრუტი აჭარის ერთ-ერთ  ყველაზე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში - ხულოში  მდებარეობს, მდინარე სხალთის ხეობასა და  სოფელ ხიხაძირში.

სხალთა- ხიხანის ისტორიულ-კულტურული მარშრუტის  ძირითადი მიმართულება იწყება სოფელი ზამლეთიდან და სოფელ ხიხაძირში სრულდება. აღნიშნულ მარშრუტზე მოგზაურობა ზამთარში არ არის რეკომენდებული დიდთოვლიანობის გამო.

შუახევის ცენტრიდან ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე  8 კილომეტრის გავლის შემდეგ, შეგხვდებათ ტურისტული მანიშნებელი. ნიშნულიდან   გადაუხვევთ მარჯვნივ, სოფელი ზამლეთისკენ, საიდანაც იწყება მარშრუტის ძირითადი მიმართულება. სხალთა-ხიხანის მარშრუტი მთლიანად მარკირებულია, განთავსებულია ტურისტული მანიშნებლები, რაც გაგიმარტივებთ მოგზაურობას.

მარშრუტი გამოირჩევა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით, რომელიც მოგზაურობის დაწყებისთანავე მოგხვდებათ თვალში  და არც ერთ ტურისტს დატოვებს გულგრილს. ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გარდა, მარშრუტი ასევე გამოირჩევა ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით. სხალთისა და ხიხანის ხეობაში მდებარეობს   XII-XIII საუკუნეში აგებული სხალთის მონასტერი და ხიხანის ციხე. ამავე მარშრუტზე მოგზაურობისას, ნახავთ ფურტიოს თაღოვან ხიდს, ციხიყელისა და ვარდციხის ციხეთა კომპლექსს, რომელთაგან დღეისთვის მხოლოდ ნანგრევებია  შემორჩენილი. განსაკუთრებით საინტერესოა სხალთის ხეობაში მდებარე შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის მუზეუმი.

სოფელი ხიხაძირი ყველაზე ახლო დასახლებული პუნქტია ხიხანის ციხემდე. სოფლიდან ხიხანის მთის ძირამდე 8 კილომეტრია, რომლის გავლა შესაძლებელია ფეხით ან მაღალი გამავლობის ავტომობილით. ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკი  საკმაოდ ვიწრო და ციცაბოა, ამიტომ ფიზიკურ მზაობას და ასასვლელად დაახლოებით 30- 60 წუთს მოითხოვს. ხიხანის ციხემდე მისასვლელი ვიწრო  ბილიკის სიგრძე 1 კილომეტრია.

სხალთა-ხიხანის ისტორიულ მარშრუტზე მოგზაურობისას, ღამისთევა შესაძლებელია როგორც სხალთის ხეობაში, ასევე სოფელ ხიხაძირში  მდებარე საოჯახო სასტუმრო სახლებში, სადაც შეძლებთ შესვენებას, წახემსებას, ღამისთევას და სურვილის შემთხვევაში რამდენიმე დღით დარჩენას.

 

ტრანსპორტი

სამარშრუტო მიკროავტობუსები:

  • ბათუმი-სხალთა: 09:00; 15:00, ღირებულება 5 ლარი;
  • სხალთა-ბათუმი: 09:00; 15:00, ღირებულება 5 ლარი;
  • ბათუმი-ხიხაძირი: 10:00, ღირებულება 7 ლარი;
  • ხიხაძირი-ბათუმი: 09:00,  ღირებულება 7 ლარი.

ტელ: 0423 270095

ტრანსპორტისა და გიდების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: +995 577 90 90 93 / +995 577 90 90 15

ან ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, რომელთა კონტაქტებიც შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:  www.infoajara.com

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 112 (ემერჯენსი).

 

სხვა მარშრუტები

სამთო-სათხილამურო კურორტი ...

მდებარეობა: აჭარა, ხულომანძილი ბათუმიდან: 115 კმმანძილი ხულოდან: 25 კმზღვის დონიდან : 2 000 მმაქსიმა ...

ადგილი ბოდიში - სათოვლიას ...

მარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საფეხმავლო, საავტომობილო (4X4), საველოსიპედო მარშრუტის საერთო სიგრძე: ...

კანიონინგი აჭარაში (კაპნი ...

უჩხოს კანიონინგი სოფელი უჩხო მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელი     ცნობი ...

გოდერძის უღელტეხილი-ალმას ...

მარშრუტის ტიპი: გამჭოლი,  საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო მარშრუტის საერთო ს ...

სოფ. ოქტომბერი - მთა დიდვ ...

მარშრუტის ტიპი:  გამჭოლი, ცალმხრივი;მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო, საავტომობილო, საცხენოსნ ...

ზამლეთი-ხიხაძირი-ჩირუხი-შ ...

მარშრუტის ტიპი: შერეული, საავტომობილო (მოკლე საფეხმავლო გადახვევებით);მარშრუტის სირთულე:&n ...