მარშრუტის ტიპი - საავტომობილო
მანძილი ბათუმიდან - 55 კილომეტრი
მანძილი ქედიდან - 10 კილომეტრი
მგზავრობის ხანგრძლივობა - 1,15 სთ.
სირთულე - მარტივი
გზის ტიპი - ასფალტირებული (50 კმ)
სოფლის გრუნტი (5 კმ)
სიმაღლე ზღვის დონიდან - 806 მ
ფიჭური ქსელების დაფარვის ზონა : სრული
მარშრუტის აღწერა:
გობრონეთი აჭარის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. მთის ფერდობზე მდებარე სოფლიდან ულამაზესი ხედი იშლება აჭარისწყლის ხეობაზე, მასთან მისვლამდე კი შეგიძლიათ მოინახულოთ ისტორიული თუ ბუნებრივი ღირშესანიშნაობები: მახუნცეთის ჩანჩქერი, თამარის ხიდი, ზვარეს ეკლესია და მუზეუმები.
მარშრუტი სოფელი გობრონეთისკენ ქედის ტურისტული საინფორმაციო ცენტრიდან იწყება, საავტომობილო გზას მიუყვება და 12 კილომეტრში უხვევს მარცხნივ, საიდანაც 5 კილომეტრიანი სასოფლო გრუნტის გავლის შემდეგ, საოჯახო სასტუმროებს ვხვდებით. აქ შეგიძლიათ გასინჯოთ ტრადიციული, აჭარული კერძები და დაესწროთ მათი მომზადების პროცესს, ასევე მოისმინოთ ტრადიციული პოლიფონიური სიმღერა, გაესაუბროთ ადგილობრივებს და მათგან შეიტყოთ საინტერესო ამბები სოფლის წეს-ჩვეულებებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მონაწილეობა მიიღოთ სოფლის მეურნეობის ისეთ საქმიანობებში, როგორიცაა: ყველის ამოყვანა, თამბაქოს დაჭრა და არყის გამოხდა.
გობრონეთში მოგზაურობისას, სასურველია ერთი დღე სოფლის შემოგარენის დათვალიერებას დაუთმოთ. წრიულ, საფეხმავლო მარშრუტზე მოინახულებთ ჩანჩქერს, კოლხურ ტყესა და ლატევრას მთის მიდამოებს.
მარშრუტზე მსვლელობისას, შეხვდებით აჭარისწყლის ხეობაში გავრცელებულ კოლხური ტიპის მცენარეებს. გზაზე შეიძლება წააწყდეთ გარეული ცხოველების კვალს , მდიდარია ფრინველთა სამყაროც.
6 კილომეტრის გავლის შემდეგ, მიადგებით გობრონეთის ჩანჩქერს, რომლის ვარდნის სიმაღლე 20 მ.-ია. საფეხმავლო მარშრუტის შემდეგი პუნქტი ლატევრას მთაა, სადაც ასასვლელი გზა რთულია და 1 კმ.-ის გავლა მთლიანად მთის ციცაბო ფერდობზე მოგიწევთ. ამის შემდეგ აღმოჩნდებით ლატევრაში.
აქ შეგიძლიათ გაეცნოთ სამეურნეო ტრადიციებს და მთის საზაფხულო სახლებში მიირთვათ ეკოლოგიურად სუფთა რძის ნაწარმი, სადაც ღამისაც გაათევთ. აქვეა წყარო და საპიკნიკე ადგილიც. ლატევრიდან ხუთიოდე კილომეტრის გავლის შემდეგ, წრიული მარშრუტი მთავრდება და ბრუნდებით უკან, სოფ. გობრონეთში.
ლატევრას მთის წრიულ მარშრუტზე, ლატევრას იალაღებამდე შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით ან ცხენით წახვიდეთ, შემდგომ კი გობრონეთამდე ფეხით დაეშვათ (6 კილომეტრი).
ტრანსპორტი
ბათუმიდან გობრონეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის. სურვილის შემთხვევაში, წასვლა ტაქსით ან ორგანიზებული ექსკურსიითაც შეგიძლიათ.
ტრანსპორტისა და გიდების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს, ტელეფონის ნომრებზე: +995 577 90 90 91 / +995 577 90 90 93 ან ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, რომელთა საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ - გვერდზე gobatumi.com.
რჩევები ლაშქრობის მსურველებისთვის:
მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: წრიული,სათავგადასავლო, ჯიპ-ტური,საცხენოსნო,საველოსიპე ...
მარშრუტის ტიპი: საფეხმავლომარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან 9,5 კმ.ასფალტირებული გზა - 6.8 ...
მარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საფეხმავლო, საავტომობილო (4X4), საველოსიპედო მარშრუტის საერთო სიგრძე: ...
მარშრუტის სირთულე: მარტივი მარშრუტის საერთო სიგრძე: 104,3 კმ. ხანგრძლივობა: 2 სთ 30 წთ. ...
მარშრუტის ტიპი: წრიული;მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო, საავტომობილო, საცხენოსნო, საველოსიპედო;მა ...
მარშრუტის ტიპი: შერეული- საცხენოსნო, საველოსიპედე, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე: საშუალ ...