მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედო, საავტომობილო (4/4)
მარშრუტის სირთულე: საშუალო
მარშრუტის ტიპი: ქსელური
მარშრუტის ხანგრძლივობა: 2- 3 დღე
სიმაღლე ზღვის დონიდან: 2519 მ.
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: ნაწილობრივი
მარშრუტზე მოგზაურობა რეკომენდებულია: მაისი -სექტემბერი
მარშრუტის აღწერა სოფ. ჭახათიდან:
მარშრუტი სოფელი ჭახათიდან იწყება და გზის ძირითადი ნაწილი კინტრიშის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გადის. მარშრუტს რამდენიმე განშტოება აქვს, რომლის მონაკვეთების საწყისი წერტილებია: სოფ. ცხემლისი, სოფ. ხაბელაშვილები და კურორტი გომისმთა. სოფ. ჭახათი კი ერთ-ერთი საწყისი წერტილია ზემოთ აღნიშნული მარშრუტის ქსელში. მარშრუტი მდინარე კინტრიშის ნაპირს მიუყვება და მასიური ტყითა და მთის მასივებით არის გარშემორტყმული. გზად შეგხვდებათ პატარა მდინარეები, მცირე ზომის ჩანჩქერები და წყაროები. აქვე მოინახულებთ კობალაურისა და ცხემვანას ქვის თაღოვან ხიდებს, ცხემვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასა და ხინოწმინდის ეკლესიის ნანგრევებს. სოფ. ჭახათიდან 8,4 კილომეტრში მოხვდებით კინტრიშის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში, იქვე შეისვენებთ და ღამისთევასაც შეძლებთ. ვიზიტორთა ცენტრიდან 17 კილომეტრის გავლის შემდეგ, გრუნტოვანი გზით მოხვდებით სოფ. ხინოწმინდაში, სადაც შეძლებთ ადგილობრივ საოჯახო სასტუმრო სახლში შესვენებას, წახემსებას და საჭიროების შემთხვევაში ღამისთევასაც. სასტუმროდან მარცხენა მიმართულებით სამანქანე გზა წყდება და იწყება საფეხმავლო ბილიკი ტყეში, ტბიყელისკენ.
მარშრუტის მთავარი დანიშნულების ადგილი ტბა ტბიყელია, რომელიც ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს. ამ მიმართულებით საფეხმავლო ბილიკი მთლიანად მარკირებულია, რაც საკმაოდ გაგიმარტივებთ მარშრუტზე მოგზაურობას. ხინოწმინდის ეკლესიის ნანგრევებიდან- ტბა ტბიყელამდე ბილიკის სიგრზე 14 კმ.-ია. გზად შეგხვდებათ ულამაზესი პანორამული ხედები შავ ზღვასა და კავკასიონის ქედზე.
მარშრუტი სოფ. ცხემლისიდან
სოფელი ცხემლისიდან- მთა პერანგას საზაფხულო სადგომებისკენ გრუნტოვანი სამანქანო გზა მიუყვება, რომელსაც სოფლის მოსახლეობა ადრე საზაფხულო იაილებად იყენებდა. გზა მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი. საზაფხულო იაილებიდან იწყება საფეხმავლო ბილიკი ჯვარიმინდორისა და ხინოს მიმართულებით. გზა 1,5 კილომეტრში წყდება და ვიწრო ბილიკზე გადადის, რომელიც მთის წვერამდე მიუყვება, საიდანაც ჯვარიმინდორიდან ტბა ტბიყელზე გარდამავალ მარშრუტზე მოხვდებით. მარშრუტი დატვირთულია პანორამული ხედებით და საუკეთესო ადგილია შთამბეჭდავი ფოტოების გადასაღებად.
მარშრუტი სოფ. ხაბელაშვილებიდან
სოფ. ხაბელაშვილებიდან ჩრდილოეთით, მაღალი გამავლობის სამანქანო გზა მიუყვება, რომელიც კურორტ გომის მთაზე გადადის. გზა საკმაოდ შთამბეჭდავია, ალპურ მდელოზე სერპანტინებით უნდა ახვიდეთ, საიდანაც პანორამული ხედები იშლება. სოფელი ხაბელაშვილებიდან 14 კილომეტრში შეგხვდებათ გზაგასაყარი, სადაც საზაფხულო სადგომებია მოწყობილი. ამ ადგილს ადგილობრივები ჯვარიმინდორს ეძახიან.
ჯვარიმინდვრის გზაგასაყარიდან დასავლეთით, შეგიძლიათ წახვიდეთ სოფელი ცხემლისისკენ, კინტრიშის დაცული ტერიტორიებისკენ და ტბა ტბიყელისკენ. ბილიკი მიუყვება ქედს ალპურ ზონაში, ხოლო ჩრდილოეთით, მაღალი გამავლობის ავტომობილისთვის განკუთვნილი გზა მიდის კურორტ გომის მთისკენ, სადაც ველოსიპედით და ცხენითაც შესაძლებელია გადაადგილება. კურორტამდე გზის სიგრძე დაახლოებით 14 კილომეტრია.
მარშრუტი კურორტი გომისმთიდან
ბილიკი კურორტი გომის მთიდან სამხრეთით, გრუნტიან სამანქანო გზას მიუყვება ტბა ტბიყელის, ხინოწმინდის მონასტრის, კინტრიშის ეროვნული პარკის, სოფ. ხაბელაშვილების, სოფ. ცხემლისისა და სოფ. ჭახათის მიმართულებით. მარშრუტს რამდენიმე განშტოება აქვს, რომლის მონაკვეთების საწყისი წერტილებია: სოფ. ცხემლისი, სოფ. ხაბელაშვილები და სოფ. ჭახათი. კურორტი გომის მთაც ერთ-ერთი საწყისი წერტილია ზემოთ აღნიშნული მარშრუტის ქსელში. მოგზაურობის დასაწყისიდანვე ალპური მდელოების პანორამული ხედები იშლება. მარშრუტი სოფელი ცხემლისის მოსახლეობის საზაფხულო სადგომებამდე- ჯვარიმინდორამდე ადის. აქვე შეძლებთ წახემსებას და სასმელი წყლის მომარაგებას. ბილიკი მთლიანად მარკირებულია, რაც გაგიმარტივებთ მარშრუტზე მოგზაურობას.
ჯვარიმინდვრიდან 5,6 კილომეტრის გავლის შემდეგ გვხვდება გზაგასაყარი. აქედან სამხრეთით, ბილიკი სოფელი ცხემლისის საზაფხულო იაილებზე- მთა პერანგაზე ჩადის გრუნტიანი სამანქანე გზით, ხოლო დასავლეთით, ტბა ტბიყელისა და სოფელი ჭახათის მიმართულებით გრძელდება. გზაგასაყარიდან 3,4 კილომეტრში ისევ გვხვდება გზაჯვარედინი, საიდანაც ჩრდილოეთით, ბილიკი ტბა ტბიყელის მიმართულებით მიუყვება, რომლის გზაზე საბანაკე ადგილებიცაა. სამხრეთით კი საფეხმავლო ბილიკს კინტრიშის ეროვნულ პარკსა და ხინოწმინდის მონასტრისაკენ ჩავყავართ. აქედან გრუნტოვანი სამანქანო გზა გრძელდება სოფელ ჭახათამდე.
ზოგადი რჩევები და რეკომენტაციები:
მარშრუტის ტიპი: წრიული, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის საერთო ...
პარკის საერთო ტერიტორია: 15 698.8 ჰა მარშრუტის ტიპი: საავტომობილო-საფეხმავლო მანძილი ბათუმ ...
უჩხოს კანიონინგი სოფელი უჩხო მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელი ცნობი ...
მარშრუტის ტიპი: საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო მარშრუტის საერთო სიგრძე:&n ...
მარშრუტის სირთულე: საავტომობილოდ - რთული (4x4); საფეხმავლოდ - საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საც ...
მარშრუტის ტიპი: წრიული მარშრუტის სიგრძე - 50 კმგზის საფარი - ასფალტირებული, სასოფლო ...