მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც ფრინველთა მიგრაცია ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც აჭარაში. ფრინველთა მიგრაციის საოცარი სანახაობა სწორედაც რომ აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება გახდეს. აგვისტოს შუა პერიოდიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, 32 სხვადასხვა სახეობის ათასობით მტაცებელი ფრინველი აჭარის 10-კილომეტრიან სანაპირო ზოლს გადაუფრენს. თუ გსურთ მიგრაციის პიკის მოწმე გახდეთ, უნდა დაამთხვიოთ თქვენი ვიზიტი სექტემბრის ან ოქტომბრის დასაწყისს.
ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი, ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა აჭარაში და უდიდეს პოტენციალს ფლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, ,,აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც რეგიონი ყოველწლიურად მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
მარშრუტის ტიპი: წრიული მარშრუტის სიგრძე - 50 კმგზის საფარი - ასფალტირებული, სასოფლო ...
მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედო, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე: საშ ...
მარშრუტის ტიპი: წრიული, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის საერთო ...
მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან ...
მარშრუტის ტიპი: საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო მარშრუტის საერთო სიგრძე:&n ...
მარშრუტის ტიპი: გამჭოლი;მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო, საავტომობილო, საველოსიპედო;მარშრუტ ...