ბათუმი პატარა ქალაქია, ატრაქციების უმეტესობა ადვილად მისაღწევია. შორეული დისტანციისთვის საჯარო ტრანსპორტი საუკეთესო არჩევანია. აჭარაში საჯარო ტრანსპორტი იაფი და ხელმისაწვდომია.
მთიან აჭარასა და სოფლებში მოგზაურობა შესაძლებელია სამარშრუტო ტაქსით, რომელიც მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა მიმართულებით ყოველ საათში ან ნახევარ საათში ერთხელ გადის ქალაქის ცენტრალური ავტოსადგურიდან, მის: მაიაკოვსკის ქ. №1; ტელ: (+995) 422 27 85 47.
აჭარაში გადაადგილება ასევე შესაძლებელია ველოსიპედით. რეკომენდებულია მთიან აჭარაში იმოგზაუროთ მთის ველოსიპედებით.
ქალაქში გადაადგილებისა და მთიან აჭარაში მოგზაურობისთვის კიდევ ერთი-ერთი გავრცელებული საშუალება გახლავთ ტაქსი. აქ შეგხვდებათ, როგორც კერძო კომპანიების, ასევე ფიზიკური პირების ტაქსები.