ტიხრული მინანქრის შექმნა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. სამუშაოების ძირითადი ნაწილი ხელით სრულდება რაც საბოლოო პროდუქტს უფრო ღირებულს ხდის. გალერეა საქართველოში დამზადებული ტიხრული მინანქრის სამკაულების ფართო არჩევანითაა წარმოდგენილი.
როგორ მოვხვდეთ:
მაღაზია მდებარეობს ძველი ბათუმის ცენტრში. აღნიშნულ ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. შეგიძლიათ ისარგებლოთ ტაქსით, ან მანძილი უახლოესი გაჩერებიდან მაღაზიამდე ფეხით დაფაროთ.
ავტობუსები: №1, №1ა, №10, №10ა; №15 (გოგებაშვილის ქ.); მიკროავტობუსები: №21, №24, №31, №32 (ბარათაშვილის ქ.)
იცით თუ არა რომ...
ქართულ ხელოვნებაში ტიხრული მინანქარი VIII საუკუნიდანაა ცნობილი.
ორშაბათი: 10:00 - 20:00
სამშაბათი-პარასკევი: 10:00 - 20:00
შაბათი-კვირა: 10:00 - 20:00