ძმები ავალიანების საოჯახო ღვინის მარანი

მთავარი / ბათუმის ფასდაკლების ბარათი / ფასდაკლებები / ძმები ავალიანების საოჯახო ღვინის მარანი
20% კვება

საოჯახო სასტუმრო „ძმები ავალიანები“ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში მდებარეობს. მარანი გაფორმებულია  ტრადიციულ-აჭარულ სტილში, ირგვლივ უამრავი საინტერესო ნივთია გამოფენილი. მარანში არის 19 ქვევრი, სადაც ინახება რამდენიმე სახეობის ღვინო: ჩხავერი, ცოლიკაური, ციცქა და კრახუნა. ასევე შეგიძლიათ  ჭაჭის დაგემოვნებაც. საოჯახო სასტუმროში სტუმრების მიღება ღამისთევით ერთდროულად 12 ადამიანზეა გათვლილი (6 ოთახი). დიასახლისი ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ კერძებს შემოგთავაზებთ.

როგორ მოვხვდეთ:

  • ბათუმი-ქედის ცენტრი №77 „ქედა“ მიკროავტობუსი. ქედის ცენტრიდან ტაქსით.
  • „შუახევი“ / „ხულო“ მიკროავტობუსი. ცენტრალური გზიდან 1.2 კმ ფეხით.

ბათუმი, ძველი ავტოსადგური. მის: მაიაკოვსკის ქ. N1

 

იცით თუ არა რომ...

სოფელ დანდალოში შეგიძლიათ  IX-X საუკუნეებით დათარიღებული დანდალოს თაღოვანი ხიდი მოინახულოთ. ეს ხიდი საქართველოს ქვის თაღოვან ხიდებს შორის სანიმუშო ძეგლადაა მიჩნეული, ხოლო აჭარაში არსებულ სხვა  თაღოვან ხიდებს შორის  სიდიდით გამოირჩევა.

 

შენიშვნა:

  • ფასდაკლება ვრცელდება ორი ადამიანის ღამისთევის შემთხვევაში (სამჯერადი კვება);
  • ფასდაკლება არ მოქმედებს ღვინის შეძენისას / დეგუსტაცია უფასო;
  • ფასდაკლება მოქმედებს კულინარიულ მასტერკლასზე;
  • წინასწარი ჯავშანი სავალდებულოა.

სამუშაო საათები

ორშაბათი: 24/7

სამშაბათი-პარასკევი: 24/7

შაბათი-კვირა: 24/7

მსგავსი ფასდაკლებები